ლევან ალის ძე ხოზრევანიძე

 

 

 

 

 

 

 

დაიბადა 1951 წლის 15 აპრილს ხულოს რაიონის სხალთის თემის სოფელ კვატიაში.

განათლება

·         ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძირის საშუალო სკოლა (1968.);

·         თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (1979);

·         საქართველოს შს სამინისტროს უმაღლესი სკოლა    სამართალმცოდნეობის სპეციალობით (1994.);

·         აშშ ქალაქ მემფისის იურიდიული ინსტიტუტი (2001.)

 

კარიერა:

1970-1972 წწ. – სამხედრო სავალდებულო სამსახური;

1972-1973 წწ. _ სოფ. კვატიის საღამო საშუალო სკოლის მასწავლებელი;

1979-1980წწ. _  საქართველოს წიგნის მოყვარულთა საზოგადოების პასუხისმგებელი მდივანი ზემო აჭარაში;

1980 წლის ივნის-დეკემბერი _ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური   ინსტიტუტის მეცნიერული კომუნიზმისა და ფილოსოფიის კათედრის უფროსი ლაბორანტი;

1980-1982 წწ. –აჭარის არ შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბის უფროსი ინსპექტორი;

1982-1983 წწ. _ . ბათუმის შინაგან საქმეთა განყოფილების შტაბის უფროსი;

1983-1985 წწ. _ .ბათუმის არასაუწყებო დაცვის უფროსის მოადგილე;

1985-1986 წწ. _ აჭარის არ შს სამინისტროს სამორიგეო ნაწილის უფროსი;

1986-1988 წწ. _ ამავე სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის განყოფილების უფროსის მოადგილე;

1988-1990 წწ. _ ამავე სამინისტროს პროფილაქტიკური სამსახურის უფროსი;

1990-1991 წწ. _ აჭარის არ შს მინისტრის პირველი მოადგილე;

1991 წლის აპრილი _ აგვისტო აჭარის არ შს მინისტრი;

1993-1998 წწ. _ საქართველოს შს სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და პროფილაქტიკის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

1998-2003 წწ. _ ამავე მთავარი სამმართველოს უფროსი;

2003-2004 წწ. _ საქართველოს შს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი;

2006 წლის იანვრიდან _ აჭარის არ უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.

                       სხვადასხვა დროს დაჯილდოებულია: `ღირსების ორდენით~, `ღირსების მედლით~, `მედლით მხედრული მამაცობისათვის~

                            არის აშშ ქალაქ ბატონ-რუჟის საპატიო მოქალაქე და საპატიო მერი.

 

იცის რუსული, ინგლისური.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.