2 ივისი, 2007 წელი     


მიხეილ მახარაძე რუსთაველის დრამატული თეატრის მსახიობ

რამაზ  ჩხიკვაძეს შეხვდა

   

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე რუსთაველის დრამატული თეატრის მსახიობ რამაზ ჩხიკვაძეს შეხვდა. მეგობრულმა შეხვედრამ, რომელიც ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. ისაუბრეს ხელოვნებასა და ფილოსოფიაზე, გაიხსენეს საინტერესო ისტორიები თეტრის ცხოვრებიდან.

ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩვენი ქალაქისათვის, რომ თითქმის ერთი თვეა აქ სტუმრად არის თანამედროვეობის უდიდესი აქტიორი ბატონი რამაზ ჩხიკვაძე. როგორც დიდ პიროვნებას შეეფერება დადის ჩუმად ქალაქში და თავისი ყოფნით არავის აწუხებს. მეც შემთხვევით დავინახე, თორემ ალბათ ჩემგანაც შეუმჩნეველი დარჩებოდა. მიხარია, რომ დღეს მის გვერდით ვარ. ჩვენს ქალაქს ვუსურვებ, რომ სგავსი სტუმრები არამარტო ზაფხულში, არამედ ზამთარშიც არ მოკლებოდეს, - განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასასრულს.

 

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება