უმაღლესი საბჭოს დელეგაცია, მიხეილ მახარაძის ხელმძღვანელობით, ართვინში იმყოფებოდა
1-3 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე და დეპუტატთა ნაწილი, გუბერნატორ ჯენგიზ აიდოღდუს მიწვევით, თურქეთის რესპუბლიკის ართვინის გუბერნიაში იმყოფებოდნენ. ნახევრად ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დეპუტატები ართვინის გუბერნატორ ჯენგიზ აიდოღდუს და ქალაქის მერს ემინ ოზგუნს შეხვდნენ.
„ეს ნახევრად ოფიციალური ვიზიტია და ორ მეზობელ რეგიონს შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად “- აღნიშნა მიხეილ მახარაძემ.
უმაღლესი საბჭოს დელეგაცია იუსუფელიში ფესტივალ „კავკასორს“ დაესწრო. დეპუტატებმა ართვინში ტბეთი, იშხანი, დოლის ყანა და ოთხთა მონასტერი მოინახულეს.
უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და
მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება