მიხეილ მახარაძემ ართვინის გუბერნატორს მადლობის წერილი გაუგზავნა

 

    1-3 ივლისს, ართვინში მიწვევისა და გაწეული მასპინძლობისათვის, მიხეილ მახარაძემ ართვინის გუბერნატორს ჯენგიზ აიდოღდუს მადლობის წერილი გაუგზავნა.

   „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მიხეილ მახრაძეს აქვს პატივი მადლიერება გამოხატოს თქვენს მიმართ ართვინში მოწვევისა და გაწეული მასპინძლობისათვის.

    კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ქართული მხარის კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას თურქი ხალხის მიმართ. გვჯერა, რომ ორი სახელმწიფოსა და მეზობელი რეგიონების ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება,“- ნათქვამია წერილში.

 

 

 

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და 

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება