უმაღლესი საბჭოს სააქტო დარბაზში, ბატონი მიხეილ მახარაძე და დეპუტატები ხელოვნების დამსახურებულ მუშაკს ომარ ვასაძეს და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორს, ახალგაზრდა მოჭიდავე დავით ბედინაძეს შეხვდნენ
დღეს, უმაღლესი საბჭოს სააქტო დარბაზში, ბატონი მიხეილ მახარაძე და დეპუტატები ხელოვნების დამსახურებულ მუშაკს ომარ ვასაძეს და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორს, ახალგაზრდა მოჭიდავე დავით ბედინაძეს შეხვდნენ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ საპატიო სტუმრებს პატივისცემის ნიშნად უმაღლესი საბჭოს სახელით სიმბოლური საჩუქრები გადასცა:
„ამ გულთბილი შეხვედრით, გვინდა ჩვენი თქვენდამი ღრმა პატივისცემა და თანადგომა გამოვხატოთ, რადგან თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელთაც საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ღვაწლისთვის და წარმატებები გისურვოთ“- განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ მახრაძემ.
უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და
მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება