მიხეილ მახარაძე და სალომე მელია ყაიმზე შეთანხმდნენ

 

 დღეს, საჭადრაკო კლუბ „ნონა“-ში ევროპის ჩემპიონმა ჭადრაკში ახალგაზრდებს შორის სალომე მელიამ კლუბის წევრებთან და მოყვარულებთან ერთობლივი საჭადრაკო მატჩი გამართა. მოთამაშეებს შორის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც იყო. 20 წუთიანი პაექრობის შემდეგ მიხეილ მახარაძე და სალომე მელია ყაიმზე შეთანხმდნენ.

„პარტია მიდიოდა სალომეს უპირატესობით. შემდეგ ეტლები რომ გაიცვალა მან ყაიმი შემომთავაზა. ვფიქრობ, ორმხრივი შესაძლებლობები არსებობდა, შედეგი ჩემთვის ნამდვილად საპატიოა“- განაცხადა თამაშის დასრულების შემდეგ მიხეილ მახარაძემ.

  დღესვე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ საჭადრაკო კლუბ „ნონა“-ს საჩუქრად ჭადრაკის 6 კომპლექტი გადასცა.

 

 

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და 

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება