უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ფაჩხაში ახალი სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

                                                  

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე ხულოს რაიონში მშობლიურ სოფელ ფაჩხას ეწვია და ახალი სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნო. სამშენებლო სამუშაოები აქ 2006 წლის მაისში დაიწყო და 1 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. აღსანიშნავია, რომ ფაჩხის საჯარო სკოლა დაარსებიდან 90 წელს ითვლის. საიუბილეო თარიღს 150-ზე მეტი ფაჩხელი მოზარდი ახალ შენობაში აღნიშნავს. მიხეილ მახარაძე ფაჩხაში ახალი სკოლის მშენებლობას მნიშვნელოვანს უწოდებს და მშენებლობის ტემპითაც კმაყოფილია. მშენებლობას აწარმოებს შ.პ.ს  „ფონი“.

ფაჩხის სკოლა, რომელიც 1961 წელს გაიხსნა, დიდი ტრადიციების მატარებელია. ამ სკოლაში აღიზარდნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც არიან: აკაკი შანიძე, დავით მახარაძე, ნორა ბოლქვაძე, ოთარ სურმანიძე, ნოშრევან მახარაძე, პროფესორი მიხეილ მახარაძე, სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თალიკო მახარაძე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, მათ შორის დიდების ვარსკვლავის კავალერი, პოდპოლკოვნიკი იოსებ ხოზრევანიძე.

ფაჩხის სკოლაში წელს ახალ ინვენტარსაც შეიტანენ.

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და 

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება