აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

თურქეთის ქალაქ რიზედან წარმომადგენლობით

დელეგაცია უმასპინძლა

 

 

     აჭარის ა  რ  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დღეს თურქეთის ქალაქ რიზედან წარმომადგენლობითი დელეგაცია მიიღო.  მიხეილ მახარაძემ სტუმრებს საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურა და მუშაობის სპეციფიკა გააცნო. შეხვედრაზე თურქულმა მხარემ აჭარის რეგიონთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. აქცენტი გაკეთდა ბათუმი-რიზეს მიმართულებთ საზღვაო მიმოსვლის აღდგენასა და ჩაის მრეწველობის განვითარებაზე. დელეგაციის წევრები აჭარაში აგრარულ სფეროში ინვესტიციების ჩადებას აპირებენ.

  „მეზობელი ქვეყნიდან ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის ჩამოსვლა და საერთო სატკივარზე, საერთო საქმეზე საუბარი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა თავისთავად მისასალმებელია. თვითონ აღნიშნეს, რომ აჭარში მიმდინარეობს აღმშენებლობითი პროცესები, რის გამოც, ისინი დაინტერესებულნი არიან ინვესტიციები  ჩვენს რეგიონში განახორციელონ, -განაცხადა მიხეილ მახარაძემ.

   შეხვედრის შემდეგ თურქი სტუმრები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად,  ბონის კულტურის სახლში, რ. შაჰინის სახელობის ლიცეუმის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საღამოს დაესწრნენ.

   მიხეილ მახარაძემ კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა და სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში გამარჯვებულ ლიცეუმის წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა.

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და 

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება