მიხეილ მახარაძემ ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის ახალი კონსული  ქაზიმ ჩავუშოღლუ მიიღო

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე თურქეთის რესპუბლიკის ახალ გენერალურ კონსულს ქ. ბათუმში  ქაზიმ ჩავუშოღლუს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა თურქეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები იყო. მხარეები მიიჩნევენ, რომ ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები საკმაოდ მაღალ დონეზეა და საჭიროა თანამშრომლობის გაღრმავება კულტურულ სფეროში. ამ აზრს ქაზიმ ჩავუშოღლუც იზიარებს. მისი თქმით, ამ მიმართებით თურქულ მხარეს გარკვეული გეგმები უკვე აქვს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მიხეილ მახარაძემ თურქ დიპლომატს უმაღლესი საბჭოს სტრუქტურა გააცნო.

ქაზიმ ჩავუშოღლუმ მადლობა გადაუხადა  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ ქართული მხარის გულთბილი დამოკიდბულება თურქეთის რესპულიკის მიმართ ბათუმში მუშაობის პირველივე დღეებიდანვე იგრძნო. 

 

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და 

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება