მიხეილ მახარაძე ირანის საგანგებო და სრულუფლებიან  ელჩ  საქართველოში მოჯთაბა დამირჩი ლუ შეხვდა

 

    უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  საქართველოში მოჯთაბა დამირჩი ლუ მიიღო. ირანელი დიპლომატი ამ რანგში აჭარას პირველად ეწვია. მოჯთაბა დამირჩი ლუ ელჩის თანამდებობაზე ორი თვის წინ დაინიშნა და რეგიონს გაცნობის მიზნით ეწვია. მიხეილ მახარაძესთან შეხვედრაზე მან სწორედ საქართველო-ირანს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უცხოელ დიპლომატს  მოკლედ გააცნო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორია, რევოლუციამდელი და მას შემდეგ არსებული მდგომარეობა.

   „თქვენ ძალიან კარგი ინფორმაცია მომაწოდეთ აჭარის ავტონომიურ რეპუბლიკაზე. ეს ძალიან გამომადგება ჩემს საქმიანობაში. დიდ მადლობას გიხდით გულთბილი მიღებისთვის. ვფიქრობ, საქართველოსა და ირანს შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობედება“-აღნიშნა მოჯთაბა დამირჩი ლუმ.  

  „ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა ბატონ მოჯთაბა დამირჩი ლუზე. ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობის ახალი, წარმატებული ეტაპი იწყება “- განაცხადა მიხეილ მახარაძემ შეხვედრის შემდეგ.

  ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  ბათუმში კიდევ ორ დღეს დარჩება. იგი ბათუმის პორტს და სარფის საბაჟოს ეწვევა.

 

  

 

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და 

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება