![]() |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესია |
|
1. უმაღლესი საბჭოს სესია შედგება პლენარული და კომიტეტების სხდომებისაგან. ყოველი სასესიო თვის მესამე კვირა ეთმობა პლენარულ სხდომებს, ხოლო დანარჩენი დრო ეთმობა კომიტეტებში მუშაობას და ადგილებზე ამომრჩევლებთან შეხვედრებს, გარდა ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სასესიო კვირისა.
2. უმაღლესი საბჭოს მორიგი პლენარული სხდომები, გარდა რიგგარეშე სესიისა და სხდომებისა, იმართება მხოლოდ პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს და ოთხშაბათს 11 საათიდან 19 საათამდე ( დილის სხდომა - 11 საათიდან 14 საათამდე, საღამოს სხდომა - 16 საათიდან 19 საათამდე ). 14 საათიდან 16 საათამდე ცხადდება შესვენება. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია სხდომა გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე. უმაღლეს საბჭოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება პლენარული სხდომების ოთხშაბათს 16 საათიდან 19 საათამდე სამთავრობო საათის გამართვის თაობაზე. | |