1 მარტი, 2010 წელი


 

მიხეილ მახარაძე აჭარის რეგიონული სამეცნიერო ცენტრის პირველ სამეცნიერო სხდომას დაესწრო

 

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული სამეცნიერო ცენტრის პირველ სამეცნიერო სხდომას დაესწრო.

ამ ცენტრმა საქმიანობა 2009 წელს განაახლა და ახალი წევრებით დაკომპლექტდა. სამეცნიერო ცენტრი რეგიონში სებული სამეცნიერო და უმაღლესი სასწავლებლების საქმიანობას და თანამედროვე კვლევების პოპულარიზაციას გაუწევს კოორდინაციას. მის საქმიანობას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აფინანსებს.

”სხდომაზე მოხდა დებულებისა და წესდების გაცნობა, რომელიც ცენტრს გააჩნია. ვფიქრობ, სამომავლოდ, აჭარის რეგიონალურ ცენტრს მეტის გაკეთება შეეძლება, რადგანაც, თბილისის შემდეგ, ყველაზე დიდი პოტენციალი არის აჭარაში, კერძოდ კი ბათუმში”, - განაცხადა სამეცნიერო სხდომის დასასრულს მიხეილ მახარაძემ.

 

 

  

 

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება