1 მარტი, 2010 წელი
უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა
გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე უძღვებოდა.
ბიურომ დღის წესრიგით გათვალისწინებული თერთმეტი საკითხი განიხილა.
საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პეტრე ზამბახიძის მიერ წარმოდგენილი საკითხი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე მალხაზ კალანდაძისა და რამაზ ბოლქვაძის კანდიდატურების განხილვას შეეხებოდა, ბიუროს გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 2 მარტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, ასევე, 2 მარტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდა ბიუროს დღის წესრიგის მომდევნო საკითხები, რომლებიც უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა, აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიების მიერ 2008 წლის 2 დეკემბრიდან 2009 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშებს შეეხებოდა. ხოლო, რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ანგარიშს, ბიუროს გადაწყვეტილებით იგი განსახილველად გადატანილი იქნა უმაღლესი საბჭოს მომდევნო პლენარულ სხდომაზე.
ბიუროს დღის წესრიგის შემდეგი ოთხი საკითხი, კერძოდ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ~ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემოსულობების რესპუბლიკურ და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს შორის განაწილების წესის შესახებ~ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი ,,ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებლის შესახებ~ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე~, ბიუროს აღარ განუხილავს და გამოითქვა წინადადება, რომ საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიამ სასურველია მოამზადოს და შემოიტანოს `საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ~ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის ახალი ვარიანტი და მასთან დაკავშირებულ კანონებში შესატანი ცვლილებების პაკეტი და განხილვა მოხდეს უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიმდინარე წლის 4 მარტის რიგგარეშე სხდომაზე. აღნიშნულ წინადადებას ბიუროს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
სხდომის დასარულს, ბიუროს გადაწყვეტილებით განისაზღვრა უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 2 მარტის პლენარული სხდომის დღის წესრიგი.
უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და
მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება