2 მარტი, 2010 წელი
უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში პლენარული სხდომით გაიხსნა საგაზაფხულო სესია.
სესია გახსნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომრემ მიხეილ მახარაძემ.
დეპუტატებმა სხდომის თავმჯდომარის წინადადებით წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უმაღლესი საბჭოს არაერთი მოწვევის დეპუტატის, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის იოსებ ხიმშიაშვილის ხსოვნას.
პლენარული სხდომის დღის წესრიგი, რომელიც ხუთი საკითხით იყო განსაზღვრული, უმაღლესი საბჭოს წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს.
დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ ფრაქცია `ქრისტიან-დემოკრატების~ წევრებმა განცხადებები გააკეთეს. ზაზა შაშიკაძემ - ბათუმის მერიის მიერ ადლიის ზღვისპირა ზოლში მდებარე მიწის ნაკვეთების საკუთარ ბალანსზე დარეგისტრირების საკითხზე. ხოლო ნუგზარ ფუტკარაძემ – საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემული 1000 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთების შესახებ და მოითხოვეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს პოზიციის დაფიქსირება. ამასთან დააყენეს წინადადება, რომ მათი განცხადებები გაფორმდეს როგორც სადეპუტატო შეკითხვები და გადაეგზავნოს შესაბამის სტრუქტურებს. ნიაზ ზოსიძის განცხადება კი შეეხებოდა მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესში საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების მკაცრად დაცვის აუცილებლობას.
ამის შემდეგ სხდომას თავმჯდომარეობდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნიაზ ზოსიძე.
კანონმდებლებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა, აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიების მიერ 2008 წლის 2 დეკემბრიდან 2009 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშები. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის საქმიანობის ანგარიშის განხილვას მწვავე დებატები მოჰყვა, რის შემდეგაც ფრაქცია `ქრისტიან-დემოკარტების~ წევრებმა ანგარიშის ცნობად მიღებას მხარი არ დაუჭირეს.
ფრაქცია `ერთიანი ნაციონალური მოძრაბის~ თავმჯდომარის გელა დეკანაძის წინადადებით სხდომაზე გამოცხადდა შესვენება.
სხდომას, რომელიც განახლდა საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პეტრე ზამბახიძის მიერ წარმოდგენილი საკითხით – “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე მალხაზ კალანდაძისა და რამაზ ბოლქვაძის კანდიდატურების განხილვის თაობაზე”, არ ესწრებოდნენ ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” წევრები.
`აჭარის ავტონომიური რესპუბლკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ~ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ფარული კენჭისყრით, 12 ხმით, აღნიშნულ თანამდებობაზე მხარი დაუჭირეს მალხაზ კალანდაძის კანდიდარტურას. კენჭისყრის შემდეგ კანონმდებლებმა ერთხმად მიიღეს დადგენილება “მალხაზ კალანდაძის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის შესახებ”.
უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და
მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება