3 მარტი, 2010 წელი


 

დედის დღე დეპუტატებმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს მიულოცეს

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ასმათ დიასამიძემ, პეტრე ზამბახიძემ და კობა ჩაგანავამ დედის დღე ქობულეთის რაიონის 70 წელს გადაცილებულ ვეტერან პედაგოგებს მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.  “დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ყველა მანდილოსნისთვის, ჩვენი სტუმრობა დღეს ქობულეთში მათდამი ყურადღების ერთგვარი გამოხატულებაა. მინდა მხნეობა, გამძლეობა და დღეგრძელობა ვუსურვო მათ, - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ასმათ დიასამიძემ.

  

 

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება