4 მარტი, 2010 წელი


  

 

უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა

 

        

გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე უძღვებოდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ვაჟა ბოლქვაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი _ `აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2010 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ~ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე~ _ წარმოადგინა და აღნიშნა, რომ რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 2010 წლის დამტკიცებულ საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 3 338,9 ათასი ლარით და 65 338,9 ათას ლარს შეადგენს, რაც გამოწვეულია საშემოსავლო გადასახადისა და სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების ზრდით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თანამოხსენება გააკეთა საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გელა ცხომელიძემ და უმაღლესი საბჭოს კომისიებსა და ფრაქციებში განხილვის გრაფიკის პროექტი წარმოადგინა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, წარმოდგენილ საკითხზე დაიწყო განხილვის პროცედურა და დამტკიცდა უმაღლესი საბჭოს კომისიებსა და ფრაქციებში განხილვის გრაფიკი.

ბიურომ, ასევე, განიხილა დღის წესრიგის მომდევნო საკითხები, კერძოდ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ~ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე~, რომლებიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გელა ცხომელიძემ წარმოადგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საკითხებზე უმაღლესი საბჭოს კომისიებსა და ფრაქციებში განხილვის პროცედურა დაიწყო.

 

  

 

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება