04 ივლისი, 2009 წელი


  

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საერთაშორისო კონფერენციას ”საქართველოს ევროპული გზა” დაესწრო

 

სასტუმრო ”ინტურისტ პალასში” მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია ”საქართველოს ევროპული გზა” გაიმართა. კონფერენციაზე განიხილეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (European Neigbourhood Policy/ENP) სამოქმედო გეგმის განხორციელების საკითხები საქართველოში, ასევე მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან პარტნიორობა.

კონფერენციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე დაესწრო.

კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.

შეხვედრაში, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო სექტორი და დიპლომატიური კორპუსი მონაწილეობდა.

ENP-ის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის საკითხებზე ეს რიგით მეხუთე კონფერენციაა და ტრადიციულად, ყოველ ექვს თვეში ერთხელ იმართება.

კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება.

 

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება