5 მარტი, 2010 წელი


 

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტში

 

 

     საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ 2010 წლის 29 იანვარს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული საქართველოს კანონის პროექტი - `საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტის კომიტეტში წარადგინა კანონპროექტის ავტორმა უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ პეტრე ზამბახიძემ.

კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს `საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონში ავტონომიურ რესპუბლიკებთან მიმართებაში ცალკეული ნორმების დამატებას, დაკონკრეტებას და რედაქციულ დახვეწას, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

 

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება