6 მარტი, 2010 წელი


 

უმაღლესი საბჭოს წევრები ხულოს რაიონის სოფლების

მოსახლეობას შეხვდნენ

  

     

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ხულოს რაიონიდან ზურაბ ხოზრევანიძე და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე თემურ ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად, ფუშრუკაულის თემის სოფლების რაქვთის, ფუშრუკაულისა და ვერნების მოსახლეობას შეხვდნენ.

სოფელ რაქვთაში მოსახლეობის მიერ ძირითადი ყურადღება გამახვილებულ იქნა ელექტროენერგიის გადამცემი ბოძების გამოცვლის აუცილებლობაზე, სოფელ ფუშრუკაულში მოითხოვენ  არსებულ გზაზე რიაჟის დროულად გაკეთებას, ხოლო სოფელ ვერნებში ზამთრისთვის შეშის მოსამარაგებლად საცკიხევის უბნის მიმართულებით ტყეში 1 კმ სიგრძის გზის გაყვანას.

კანონმდებლები ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას დახმარებასა და შესაბამის ორგანოებთან შუამდგომლობას დაპირდნენ.

 

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება