6 აპრილი, 2007 წელი
მიხეილ მახარაძემ თურქეთის რესპუბლიკის
სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟის წევრები მიიღო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის ქაზიმ ჩავუშ ოღლუს ხელმძღვანელობით, თურქული სამხედრო ხომალდის “გოკოვა ეფ-496” ეკიპაჟის წევრები მიიღო.
თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი საქართველოს საზღვაო ძალების მეთაურების მოწვევით ბათუმის ნავსადგურში დღეს შემოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ბათუმის აკვატორიაში ქართულ-თურქული საზღვაო სამხედრო წვრთნა დაიწყება და 9 აპრილს დასრულდება.
"მოხარული ვარ, რომ ბათუმის პორტში თურქული სამხედრო გემების შემოსვლა ტრადიციულად დამკვიდრდა, ჩვენ მეზობელი ქვეყანა ვართ და ამიტომ აუცილებელია არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ სამხედრო სფეროებით თანამშრომლობა"-განაცხადა თურქეთის კონსულმა.უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და
მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება