6 აგვისტო, 2007 წელი
მიხეილ მახარაძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია მიიღო
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ირანის ისლამური რესპუბლიკის გილანის პროვინციის გუბერნატორს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მიხეილ მახარაძემ და ალი აბდოლაჰმა საქართველო-ირანის ისტორიულ ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი გეოგრაფიული და კლიმატური პირობები, არსებული რესურსები ხელს შეუწყობს ამ ორი რეგიონის, აჭარისა და გილანის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებას.
გილანის გუბერნიის ოფიციალური წარმომადგენლები ბათუმში ორ დღეს დარჩებიან და რეგიონის ბიზნესგარემოს გაეცნობიან.
უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და
მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება