6 დეკემბერი, 2008 წელი


 

მიხეილ მახარაძემ ტრაბზონის ოფიციალური დელეგაცია მიიღო

 

აჭარაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის, ქ ტრაბზონის დელეგაცია ჩამოვიდა. დელეგაციის წევრები  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიიღო.

შეხვედრაზე მიხეილ მახარაძე ტრაბზონის გუბერნატორს ნური ოქუთანსა და მერს, მეჰმეთ ვოლქან ჯანალიოღლუს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ასევე აღინიშნა ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში უკვე არსებული თანამშრომლობის შესახებ.

ტრაბზონის დელეგაცია აჭარაში ქ. ბათუმის მერიის მოწვევით ჩამოვიდა. ეს ორი ქალაქი უკვე ოთხი წელია დამეგობრებულია.

 

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება