9 მარტი, 2010 წელი
უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა
გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე უძღვებოდა.
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ვაჟა ბოლქვაძემ ბიუროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი _ `ქ. ბათუმში მშენებლობის სტიმულირების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის განხორციელების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გასატარებელი ღონისძიებების მოწონების შესახებ~ _ წარუდგინა და განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 თებერვლის #59 დადგენილების შესაბამისად დამტკიცდა ქ. ბათუმში მშენებლობის სტიმულირების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა. პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საჭირო თანხები გათვალისწინებული იქნება 2011 და შემდგომი წლების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში.
ბიურომ გადაწყვიტა, რომ უმაღლესი საბჭოს კომისიებსა და ფრაქციებში დაჩქარებული წესით დაიწყოს წარმოდგენილი დადგენილების პროექტის განხილვის პროცედურა.
საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გელა ცხომელიძემ წინადადებით მიმართა ბიუროს წევრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 2010 წლის 4 მარტის #32 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ გრაფიკში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტის `აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2010 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ~ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე~ უმაღლესი საბჭოს კომისიებსა და ფრაქციებში განხილვას. მან ბიუროს წევრებს გააცნო ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის ახალი გრაფიკი, რომელიც ბიურომ გაიზიარა და დაამტკიცა.
უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და
მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება