10 მარტი, 2010 წელი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დღევანდელმა სხდომამ ოთხი საკითხი განიხილა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი `აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ~ განსახილველად წარმოადგინა კომისიის თავმჯდომარის თანაშემწემ ბეჟან გობაძემ. სხდომაზე აღინიშნა, რომ კანონპროექტის დიდი ნაწილი იმეორებს `საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის~ შესახებ საქართველოს კანონის შინაარსს, ამიტომ შესაძლებელია გაუქმდეს დღეისათვის მოქმედი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღნიშნული კანონი და შესაბამისი ცვლილებები შეტანილი იქნას უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტში `აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე~_კომისიამ შემდეგი სახის ცვლილებების შეტანა მოითხოვა: ვინაიდან რეგლამენტის პროექტით 137-ე მუხლს ემატება მე-7 და მე-8 პუნქტები, სასურველია სათაურის შემდეგი სახით ფორმულირება: `137-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტი~. მეორე წინადადებით, 138 –ე პრიმა მუხლის პირველ პუნქტში `კადრების მოცულობა~ შეიცვალოს `კადრების რაოდენობით~.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ მჟავანაძემ კომისიიის წევრებს `აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2010 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ~ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი წარუდგინა. სხდომაზე გამოითქვა შემდეგი სახის მოსაზრება: სასურველი იქნებოდა რესპუბლიკური ბიუჯეტის გაზრდილი შემოსულობებიდან თანხის გარკვეული ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს ხაზით, `მოხუცებულთა კატარაქტა და ბავშვთა ასაკში ტოზილექტომი~-ის პროგრამისთვის განსაზღვრულიყო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დადგენილების პროექტის `ქ. ბათუმში მშენებლობის სტიმულირების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის განხორციელების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გასატარებელი ღონისძიებების მოწონების შესახებ~ მიმართ კომისიის წევრებს შენიშვნები არ ჰქონიათ და ერთხმად დაუჭირეს მხარი პლენარულ სხდომაზე მის განხილვას.
უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და
მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება