10 მარტი, 2010 წელი
`ქრისტიან-დემოკრატები~ შპს `ენერჯის~ მესვეურებს კანონიერებისაკენ მოუწოდებენ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია `ქრისტიან-დემოკრატების~ თავმჯდომარემ ნუგზარ ფუტკარაძემ და ფრაქციის წევრმა ნიაზ ზოსიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
ნუგზარ ფუტკარაძის განცხადებით, ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და მათ შორის ელექტროსადენებიც. შპს `ენერჯის~ წარმომადგენლები ამ ზონაში განლაგებული კომერციული ობიექტების მეპატრონეებს ობიექტამდე ახალი სადენების მიყვანისთვის თანხის გადახდას სთხოვენ. მოქალაქეების განცხადებით, მერიის ყველა სამსახური ამ მოთხოვნას უკანონოს უწოდებს და მოქალაქეებს საკუთარი უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.
ნუგზარ ფუტკარაძის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია თანხები და შპს `ენერჯი~ მოსახლეობისგან თანხის გადახდას უკანონოდ ითხოვს.
`მოვითხოვთ, აღნიშნულ უკანონობასთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ გააკეთონ საჯარო განცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეჭვი გაჩნდება, რომ `ენერჯისა~ და ხელისუფლებას შორის წილობრივი გარიგება არსებობს,~ _ განაცხადა ნუგზარ ფუტკარაძემ.
უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და
მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება