10 მარტი, 2010 წელი


 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა

 

 

     გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ასმათ დიასამიძე უძღვებოდა.

     კომისიის თავმჯდომარემ სხდომის წევრებს განსახილველად წარუდგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ”; და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. აღნიშნულ საკითხებზე  დეპუტატებს არსებითი ხასიათის შენიშვნები არ ჰქონიათ და ერთხმად უყარეს კენჭი მათ პლენარულ სხდომაზე განხილვას.

    დეპუტატებმა დეტალურად იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხზეაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2010 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. ასმათ დიასამიძის განცხადებით, პროექტის ძირითად არსს წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ცვლილება. წარმოდგენილი კანონპროექტით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით განისაზღვრება 89656,5 ათასი ლარით, ხოლო აჭარის ავტონომიურირ რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხარჯები – 26 458,7 ათასი ლარით. აღნიშნულ საკითხზე მოსაზრება გამოთქვა კომისიის წევრმა გელა დეკანაძემ. მისი განცხადებით, საჭიროა კანონპროექტში დაკონკრეტდეს გაწერილი 400 ათასი ლარის მიზანმიმართულება, ვინაიდან წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტით გაურკვეველია თუ რას გულისხმობს ციტრუსის ხელშეწყობის პროგრამა, რისთვისაც გამოყოფილია ზემოთხსენებული ასიგნება. კომისიამ მხარი დაუჭირა აღნიშნული კანონის პროექტის  პლენარულ სხდომაზე განხილვას დასახელებული შენიშვნების გათვალისწინებით.

     კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტიქალაქ ბათუმში მშენებლობის სტიმულირების მიზნობრივი პროგრამის განხორციელების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გასატარებელი ღონისძიების მოწონების შესახებდა მხარი დაუჭირეს მის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.

 

               

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება