10 მარტი, 2010 წელი


 

უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა

 

 

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომამ, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გელა ცხომელიძე უძღვებოდა, სამი საკითხი განიხილა. აქედან ორი საკითხი განსახილველად თავად კომისიის თავმჯდომარემ წარმოადგინა. `აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2010 წლის ბიუჯეტის შესახებ~ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტისა დაქალაქ ბათუმში მშენებლობის სტიმულირების მიზნობრივი პროგრამის განხორციელების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გასატარებელი ღონისძიებების მოწონების შესახებ~ უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის ირგვლივ კომისიამ გამოთქვა რედაქციული ხასიათის შენიშვნები და მხარი დაუჭირა ორივე საკითხის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.

     საქართველოს პარლამენტიდან შემოსული საქართველოს კანონის პროექტები: `სამშენებლო საქმიანობის შესახებ~ , `იარაღის შესახებ~, `საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ~ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე დეპუტატმა კობა ჩაგანავამ წარუდგინა. კომისიას პროექტების ირგვლივ შენიშვნები არ ჰქონია.

 

               

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება