10 მარტი, 2010 წელი


 

საჯარო დისკუსია უმაღლეს საბჭოში

 

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში ჰაინრიხ ბოილის ფონდის მხარდაჭერით საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე _ საკონსტიტუციო ცვლილებები: მოლოდინი, გამოწვევები და პერსპექტივები.   დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი, დოქტორი ვახტანგ ხმალაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს  საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე პეტრე ზამბახიძე.

    სადისკუსიო შეხვედრის მიზანი საქართველოს კონსტიტუციის საბოლოო სრულყოფაში საზოგადოებრიობის მაქსიმალური ჩართულობა გახლდათ. `ქვეყანაში, რომელიც ახალი დემოკრატიის საწყის ეტაპზეა, ძალზე მნიშვნელოვანია სწორად გათვლილი საკონსტიტუციო ცვლილებები,~- განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

  შეხვედრაზე წვეულნი იყვნენ, სტუდენტური საკონსტიტუციო კომისიის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, სხვადასხვა პარტიების, მასმედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

 

 

               

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება