10 მარტი, 2010 წელი


 

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა

 

 

 

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე პეტრე ზამბახიძე უძღვებოდა, ხუთი საკითხი იქნა განხილული.

    კომისიის წევრებს დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განსახილველად  კომისიის თავმჯდომარემ წარუდგინა. პეტრე ზამბახიძის მიერ განსახილველად წარმოდგენილ კანონპროექტებზე - “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2010 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე;  “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ დააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” – კომისიის წევრებს არსებითი სახის შენიშვნები არ ჰქონიათ და მათ ერთხმად  დაუჭირეს მხარი.

     დეპუტატებმა განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი `ქალაქ ბათუმში მშენებლობის სტიმულირების მიზნობრივი პროგრამის განხორციელების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გასატარებელი ღონისძიებების მოწონების შესახებ~ და მხარი დაუჭირეს მის პლენარულ სხდომაზე გატანას.

    კომისიამ ასევე იმსჯელა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე `აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით~, რომელიც ითვალისწინებს უმაღლესი საბჭოს კომისიებსა და დეპარტამენტებში სტაჟირებაზე უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა კონკურსის წესით მიღებას.

 

 

               

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება