10 მარტი, 2010 წელი
აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის
სხდომა
გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის სხდომა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ვაჟა ბოლქვაძე უძღვებოდა.
სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო ხუთი საკითხი:
`აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2010 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ~ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე~ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტზე, `აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ~ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტზე, `აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტზე `ქ. ბათუმში მშენებლობის სტიმულირების მნიზნობრივი პროგრამის განხორციელების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გასატარებელი ღონისძიების მოწონების შესახებ~ კომისიას, წარმოდგენილი კანონის პროექტების მიმართ არსებითი სახის შენიშვნები არ ჰქონია.
კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის წევრის მ. მაჭავარიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტებზე: `ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ~ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე~, `საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ~ და `ნორმატიულ აქტების შესახებ~ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე~, რომელთა მიღების მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ თვითმმართველი ერთეულის გერბისა და დროშის დადგენის პროცედურის მოწესრიგება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანამშრომლობის დარეგულირება.
დეპუტატებს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: `საჯარო სამართლის იურიდიული პირის `სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ~, `საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ~ საქართველოს წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ~ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე~, `ცხოველთა სამყაროს შესახებ~ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე~ განსახილველად წარმოუდგინა კომისიის თავმჯდომარემ ვაჟა ბოლქვაძემ. კანონპროექტი ითვალისწინებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების (სატყეო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შედეგად იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი) სატყეო სააგენტოს შექმნას.
კომისიის წევრებს წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშრებით არსებითი შენიშვნები არ ჰქონიათ და მხარი დაუჭირეს მათ.
უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და
მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება