11 მარტი, 2010 წელი


 

უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარული სხდომა

 

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს სხდომათა დარბაზში რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე უძღვებოდა.

       სხდომის დღის წესრიგი 4 საკითხიT იყო განსაზღვრული.

  ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2010 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ~ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე~ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ვაჟა ბოლქვაძემ წარმოადგინა. მისი განმარტებით, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 2010 წლის დამტკიცებულ საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 3 338,9 ათასი ლარით და 65 338,9 ათას ლარს შეადგენს, რაც გამოწვეულია საშემოსავლო გადასახადისა და სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების ზრდით. საერთო ჯამში რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 12 656,5 ათასი ლარით იზრდება. აღნიშნულ საკითხზე თანამოხსენება საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გელა ცხომელიძემ გააკეთა.

რეგლამენტის თანახმად, საკითხის განხილვა კითხვა-პასუხის და კომისიებისა და ფრაქციების წარმომადგენლების გამოსვლების ფორმატში გაიმართა. აღნიშნულ პროექტს მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია `ქრისტიან-დემოკრატების~ წევრებმა. ნუგზარ ფუტკარაძის განცხადებით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო არასწორად ახდენს ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრას და ხარჯვით ნაწილს რეგიონში შექმნილი მძიმე სოციალური ვითარების გაუთვალისწინებლად გეგმავს, რაც დაუშვებელია.

წარმოდგენილი კანონპროექტი კანონმდებლებმა 11 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს.

დღის წესრიგის მომდევნო საკითხიც _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი ,,ქალაქ ბათუმში მშენებლობის სტიმულირების მიზნობრივი პროგრამის განხორციელების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გასატარებელი ღონისძიების მოწონების შესახებ~ _ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ვაჟა ბოლქვაძემ წარმოადგინა. მისი განმარტებით, სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ უძრავი ქონების ან მასთან დაკავშირებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის შეძენისათვის გამოყოფილია 18 850 000 მილიონი ... დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით, რომელიც გათვალისწინებული იქნება 2011 და შემდგომ წლების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს აჭარის მთავრობას ხალხის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად მიმართული ღონისძიებების შემუშავებისათვის და ერთხმად უყარეს კენჭი წარმოდგენილ დოკუმენტს.

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ პეტრე ზამბახიძემ წარმოადგინა დღის წესრიგის მომდევნო ორი საკითხი.

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შექმნის, შემადგენლობის განსაზღვრისა და კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ~ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე~ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია `ერთიან ნაციონალურ მოძრაობისა~- და ფრაქცია `ქრისტიან-დემოკრატების~- პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები უმაღლესი საბჭოს ორ კომისიაში განისაზღვრა შემდეგნაირად: აგრარულ და თვითმართველობის საკითხთა კომისიაში ფრაქცია `ერთიან ნაციონალურ მოძრაობა~- გამოეყო 4 ადგილი, ხოლო ფრაქცია `ქრისტიან-დემოკრატებს~ 1 ადგილი, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიაში ფრაქცია `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~ გამოეყო 5 ადგილი.

მეორე საკითხთან დაკავშირებით, მომხსენებელმა პეტრე ზამბახიძემ განმარტა, რომ ფრაქცია `ქრისტიან-დემოკრატების~ თავმჯდომარემ ნუგზარ ფუტკარაძემ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია, რამაც გამოიწვია შესაბამისი ცვლილება. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობის არჩევის შესახებ~ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე~ მიღებული დადგენილების თანახმადფრაქცია `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ თავმჯდომარე გელა დეკანაძე გამოყვანილი იქნა აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის შემადგენლობიდან და არჩეულ იქნა საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიაში.

აღნიშნული დადგენილებების პროექტების განხილვაში ფრაქცია `ქრისტიან-დემოკრატების~ წევრებმა მონაწილეობა არ მიიღეს.

               

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება