11 მარტი, 2010 წელი


 

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას

 

 

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტისაჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, პირველი მოსმენით განსახილველად წარმოადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ პეტრე ზამბახიძემ. მისი განმარტებით, კანონპროექტის მიღების ძირითად მიზეზსსაჯარო სამსახურის შესახებკანონში ავტონომიურ რესპუბლიკებთან მიმართებაში ცალკეული ნორმების დამატება, დაკონკრეტება და რედაქციული დახვეწა წარმოადგენს.

   აღნიშნულ კანონპროექტს, რომლის ავტორიც პეტრე ზამბახიძეა, კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

 

               

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება