11 მარტი, 2010 წელი


 

`ქრისტიან-დემოკრატები~ `მთის კანონის შეჩერებული მუხლების

ამოქმედებას ითხოვენ

 

 

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია `ქრისტიან-დემოკრატების~ თავმჯდომარემ ნუგზარ ფუტკარაძემ და ფრაქციის წევრმა ნიაზ ზოსიძემ ბრიფინგი გამართეს და ახალი ინიციატივა დააფიქსირეს.   Q   `ქრისტიან-დემოკრატები მოვითხოვთ ,,მთის კანონის~ შეჩერებული მუხლების ამოქმედებას, რაც მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იყო მიმართული. კერძოდ, იგი ითვალისწინებდა საპენსიო ასაკის შემცირებას, პედაგოგებისთვის 30%-იანი სახელფასო დანამატის დაწესებას, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საგადასახადო შეღავათებს. მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის უზრუნველსაყოფად შეღავათების დადგენა ხელისუფლების პირდაპირი კონსტიტუციური მოვალეობაა~ _ განაცხადეს `ქრისტიან-დემოკრატებმა~.

      ბრიფინგზე ითქვა ისიც, რომ უშუალოდ აჭარის რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე პრობლემებს `ქრისტიან-დემოკრატების~ საპარლამენტო ფრაქცია პარლამენტის უახლოეს სხდომაზე დააყენებს. ამ პრობლემებიდან ისინი უმთავრესად მიიჩნევენ მიწის უფასო დარეგისტრირების და ხე-ტყის რეალიზების საკითხების მოწესრიგებას.

               

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება