11 მაისი, 2007 წელი     


 მიხეილ მახარაძის ხელმძღვანელობით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია გერმანიას ეწვია

7 მაისს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბრანდერბურგის მხარის პარლამენტის თავმჯდომარის გიუნტერ ფრიჩის ოფიციალური მიწვევითმიხეილ მახარაძის ხელმძღვანელობით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია გერმანიას ეწვია.  

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მერაბ ქიძინიძე, აგრარული და თვითმმართველობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მიქელაძე, აჭარის ა რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ალექსი ჩიკვაიძე და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი ჯემალ ანანიძე.

ვიზიტის ფარგლებში კანონმდებლებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს საპარლამენტო სისტემის და ბიუჯეტის დაგეგმვის საკითხებზე.

გაიმართა შეხვედრები პოტცდამის უნივერსიტეტში და  ბრანდერბურგულ-ქართულ საზოგადოების ოფისში, სადაც გამოითქვა სურვილი ბათუმში  ბრანდერბურგულ-ქართულ საზოგადოების ახალგაზრდული ორგანიზაციის შექმნის შესახებ.

აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ მხარეს - აჭარასა და ბრანდერბურგს -შორის კონტაქტების გამყარებასა და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობას.

3ჩვენ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია, აჭარის მთავრობა დაინტერესებული ვართ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, მის ცალკეულ რეგიონებთან ურთიერთობების გაღრმავებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო სისტემასა და ბიუჯეტის დაგეგმარების საკითხებში თქვენი ქვეყნის, თქვენი რეგიონის გამოცდილების გაზიარება. მადლობას გიხდით, რომ ამის საშუალება მოგვეცით,4- განუცხადა მიხეილ მახარძემ ვიზიტის დასასრულს ბრანდერბურგის პარლამენტის თავმჯდომარეს გიუნტერ ფრიჩს.

 

  

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება