12 მარტი, 2010 წელი


 

 

საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილეს უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა

 

 

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებული კანონის პროექტისაჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

კანონპროექტი ითვალისწინებს ავტონომიურ რესპუბლიკებთან მიმართებაში ცალკეული ნორმების დამატებას, დაკონკრეტებას და რედაქციულ დახვეწას.

 

               

 

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება