13 მარტი, 2010 წელი


 

დეპუტატები ხულოს რაიონის სოფლებში

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ხულოს რაიონში შეხვედრებს აგრძელებენ. მაჟორიტარი დეპუტატი ხულოს რაიონიდან ზურაბ ხოზრევანიძე, დეპუტატი თემურ ბოლქვაძე მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სხვა რაიონული სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ამჯერად დიდი რიყეთის, რიყეთის, ბოძაურის, შუასოფელისა და დანისპარაულის მოსახლეობას შეხვდნენ.

მოსახლეობას ძირითადად ელექტროენერგიისა და შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობის პრობლემები აწუხებთ. დიდ რიყეთში მიმავალ გზაზე ხიდის ბურჯი გამაგრებას მოითხოვს, ხოლო სოფელ ბოძაურში სპორტული მოედნის მშენებლობა დასასრულებელია.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდნეn.

 

               

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება