13  აგვისტო, 2007 წელი     


სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უმაღლეს საბჭოში

 

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდნენ.  

შეხვედრაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებს უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წარმომადგენლები გააცნო.

უმაღლესი საბჭოს კომიტეტების თავმჯდომარეები სამხრეთ ოსეთის ადმინიტრაციის წარმომადგენლებს თავიანთი კომიტეტების საქმიანობაზე ესაუბრნენ.

უმაღლეს საბჭოს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რომლის ცოდნაც სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისრაციას  ძალიან დაეხმარება ადმინისტრაციული საკითხების გადაწყვეტასა და საკანონმდებლო ბაზის შექმნაში. დღეს უფრო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო, მაგრამ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება მომავალში და შესაძლოა უახლოეს პერიოდში ჩვენ ვეწვიოთ სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციას” - განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ მახარაძემ.

 

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება