14 თებერვალი, 2009 წელი
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გუნ ცზიანვეი მიიღო
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა. შეხვედრაზე მიხეილ მახარაძემ და გუნ ცზიანვეიმ ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ჩინელმა დიპლომატმა და საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა ჩაის კულტურის რეაბილიტაციაზე, ბათუმსა და ჩინეთის ერთ-ერთ საპორტო ქალაქს შორის მეგობრული კავშირების დამყარების შესახებ და სტუდენტებისათვის გაცვლითი პროგრამების შემუშავებაზე ისაუბრეს.
”სტუდენტების გაცვლა მოხდება. დაინტერესებული არიან, რომ ჩვენმა სტუდენტებმა ჩინური ენა შეისწავლონ და ამ მიზნით მოხდეს 2-3 სტუდენტის მივლინება. მე შევთავაზე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა. მათ მოეწონათ მთიანი აჭარის ჩართვა ტურისტულ პროგრამებში. საუბარი იყო ასევე აჭარაში ინვესტიციების დაბანდებაზე და მუშაობა ამ კუთხითაც დაწყებულია”-აღნიშნა მიხეილ მახარაძემ.
დღესვე, ჩინელმა დიპლომატმა თანხლებ პირებთან ერთად ბათუმის ღირსეშანიშნაობები დაათვალიერა.
უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და
მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება