14 აგვისტო, 2009 წელი


          

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილეს შეხვდა

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯომარემ საქართველოში Gგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილეს უმასპინძლა. შეხვედრაზე მიხეილ მახარაძემ და ჰაიკე გაბრიელმა საქართველო-გერმანიის ურთიერთანამშრომლობაზე, ასევე აჭარაში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაზე ისაუბრეს. გერმანელი დიპლომატი უმაღლესი საბჭოს სტრუქტურითა და ფუნქციებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობის სფეროებითაც  დაინტერესდა.

ჰაიკე გაბრიელი გერმანიის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი  პროექტების მიმდინარეობასაც გაეცნო.

ეს ჩემი პირველი ვიზიტია თქვენს ლამაზ მხარეში. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე გამახვილდა ყურადღება, ვისაუბრეთ ტურიზმის განვითარებაზე აჭარაში, დავათველიერე გერმანული მთავრობის ხელშეწყობითა და მის  მიერ დაფინანსებული წყლისა და კანალიზაციის  პროექტი, რომელიც წარმატებით ხორციელდება და ალიან მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისთვის, - განაცხადა ჰაიკე გაბრიელმა.

Mმიხეილ მახარაძე გერმანელ დიპლომატს აჭარის წარსულსა  და ევანდელობაზე ესაუბრა. მისი

განცხადებით, პოლიტიკოსები ხშირად ინტერესდებიან ცენტრისა და რეგიონის ურთიერთთანამშრომლობით, რომელიც წარსულში დიდი დაპირისპირების მიზეზი ხდებოდა.

აჭარის  ავტონომიის მიმართ ევროპაში დიდ ინტერესს იჩენენ. წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, მაშინ როცა ცენტრსა და რეგიონს შორის დაპირისპირება მტკივნეული საკითხი იყო, ამჟამად  ეს საკითხი  დღის წესრიგიდანაა მოხსნილი, ხშირად გვეკითხებიან მის შესახებ. Aახლა დაძაბულობისა და დაპირისპირების ნაცვლად შესანიშნავად ვთანამშრომლობთ. Oორი წლის წინ, სტრასბურგში ჩემი გამოსვლის შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრთან ურთიერთობა სამაგალითოდაც კი მიიჩნიეს - განაცხადა მიხეილ მახარაძემ.

გერმანელი დიპლომატი საქართველოში ერთი თვეა მოღვაწეობს. მანამდე  იგი ინდოეთში, ხორვატიასა და ყირგიზეთში ასრულებდა დიპლომატიურ მისიას.

აჭარაში პირველად იმყოფება. იგი ბათუმში "გერმანიის დღეები ამიერკავკასიაში 2009 საქართველო"- ფარგლებში ჩამოვიდა, რომელიც დღეს 4 საათზე ბათუმის სახელმწიფო მუზეუმში გამოფენით გაიხსნება. ჰაიკე გაბრიელმა გამოფენაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიიწვია.

გამოფენის გახსნამდე კი საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილე ქ. ბათუმის მერს, ასევე რეგიონის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდება.

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება