16  სექტემბერი, 2007 წელი     


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დელეგაციის ვიზიტი სტრასბურგში დასრულდა

                     

    უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად ევროპის რეგიონული ანსამბლეის ფორუმზე იყ მიწვეული.

30-მდე ქვეყნის რეგიონული ანსამბლეების წარმომადგენლები რეგიონებში დემოკრატიიის განვითარების ტემპებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობის ხარისხზე ორი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ.

ფორუმზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე სიტყვით გამოვიდა, რასაც ევროპელი კოლეგების მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა.

 რეგიონული ასამბლეების წარმომადგენლები მიხეილ მახარაძის გამოსვლის შემდეგ აღნიშნავდნენ, რომ აჭარა განვითარების მაგალითია არა მარტო საქართველოში არსებული კონფლიქტური რეგიონებისათვის, არამედ ბევრი ევროპული ქვეყნისთვისაც.

ფორუმის დასასრულს  ხელი მოეწერა დეკლარაციას. ასევე შეიქმნა საორგანიზაციო კომიტეტი, რომლის ერთ-ერთ წევრად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც აირჩიეს.

 

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება