26 აპრილი, 2007 წელი
უმაღლესი საბჭოს წევრების შეხვედრა USAID-ის და URBAN INSTITUTE-ის
წარმომადგენლებთან
უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში აგრარული და თვითმმართველობის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, გაიმართა უმაღლესი საბჭოს წევრების შეხვედრა USAID-ის და URBAN INSTITUTE-ის წარმომადგენლებთან. შეხვედრის ძირითად მიზანს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და თვითმმართველობის განვითარებაში ხელშეწყობა წარმოადგენდა.
პირველ ეტაპზე URBAN INSTITUTE -მა USAID-ის დაფინანებით უმაღლეს საბჭოში განახორციელა ტექნიკური დახმარების პროგრამა და აგრარული და თვითმმართველობის საკითხთა კომიტეტს გადასცა ოთხი ცალი პერსონალური კომპიუტერი.
შეხვედრის დასასრულს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ მახარაძემ და URBAN INSTITUTE-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა უილიამ კრაუზმა გააფორმეს უმაღლესი საბჭოსა და URBAN INSTITUTE-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და
მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება