30 ივნისი, 2008 წელი
ბიუროს სხდომა
გაიმართა ბიუროს სხდომა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე უძღვებოდა. განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი.
კანონპროექტი ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2008 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინა. მერაბ ქიძინიძის განცხადებით, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 8 მილიონი ლარით იზრდება.
ბიუროს გადაწყვეტილებით კანონპროექტის განხილვის პროცედურა დაიწყო. მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2008 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე უმაღლესი საბჭოს კომიტეტები დაჩქარებული წესით განიხილავენ.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების კანონპროექტზე მთავრობის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები.
ინფორმაცია ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2008 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის შედეგების შესახებ” - ბიუროს საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოუდგინა. მერაბ ქიძინიძის განცხადებით, ნაერთი და რესპუბლიკური ბიუჯეტი 100 %-ით არის შესრულებული.
უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და
მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება
მიხეილ მახარაძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი თამაზ გამყრელიძე და ვიცე-პრეზიდენტი, პარლამენტარი ფრიდონ თოდუა დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ მახარაძემ მიიღო.
შეხვედრის მთავარი თემა განათლების სფერო იყო. ნახევარ საათიან შეხვედრაზე აკადემიის მომავალზე, ოპტიმიზაციასა და კვლევითი ინსტიტუტების რეორგანიზაციების შესახებ ისაუბრეს.
”საუბარი გვქონდა აკადემიის მომავალზე, ოპტიმიზაციაზე, კვლევითი ინსტიტუტების მდგომარეობაზე. ძალიან საინტერესო აზრი გამოითქვა მაგალითად, ჰუმანიტარულ ინსტიტუტებზე, მათ კომპაქტურად განთავსებაზე და სამეცნიერო კვლევა ძიებაზე, ასევე ვისაუბრეთ ჩვენი მუშაობის ჩართვაზე ქვეყნის სამსახურში” - განაცხადა მიხეილ მახარაძემ შეხვედრის შემდეგ.
მიხეილ მახარაძემ, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრია, კოლეგებს ბოლო წლებში უშუალოდ მისი ავტორობით გამოსული გამოცემები გააცნო.
უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და
მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება