ასმათ ბიჭიკოს ასული დიასამიძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
- დაიბადა 1968 წლის 5 მარტს ქ. ბათუმში.
- 1985 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის #6 საშუალო სკოლა.
- 1985-1989 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო
პედაგოგიურ ინსტიტუტში დაწყებითი განათლების, პედაგოგიკისა და მეთოდიკის
ფაკულტეტზე.
- 1989-1991წლებში მუშაობდა ქ. ბათუმის #9 საშუალო სკოლაში პედაგოგად.
- 1991-2005 წლებში – ქ. ბათუმის #1 საშუალო სკოლის პედაგოგი, დირექტორის მოადგილე
სასწავლო-აღმზრდელობით დარგში.
- 2005-2008 წლებში – ქ. ბათუმის #1 საშუალო სკოლის დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელი.
- 2005-2007 წლებში – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში
პედაგოგიური პრაქტიკის ხელმძღვანელი.
2008 წელს _ საპარლამენტო არჩევნებში წარდგენილი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის
პარტიული სიის 67-ე ნომრად.
- 2008 წლის 2 დეკემბრიდან არჩეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს დეპუტატად.
-
იცის რუსული ენა.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.