კობა ოთარის ძე ჩაგანავა
დაიბადა 1976 წლის 29 ოქტომბერს ქ. ბათუმში.
1993-1998 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნუვერსიტეტის ბათუმის
პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კვების პროდუქტების ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. მინიჭებული
აქვს კვების პროდუქტების ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია.
დამთავრებული აქვს საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასთან არსებული
საბუღალტრო კურსები და მიენიჭა ბუღალტრის სერთიფიკატი.
1994-1996 წლებში მუშაობდა აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტში კორესპონდენტად;
1996-1998 წლებში - შპს “ბესანა და ჯორჯია”-ში სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე
არსებულ “DUTY FREE ”-ში აპარატურის სექციაში კონსულტანტი;
1999-2004 წლებში იყო სამშენებლო საწარმო შპს “აღორძინება –მ “ის გენერალური
დირექტორის თანაშემწე;
2004-2005 წლებში - შპს “hermanion”-ში ოფის-მენეჯერი;
2006 წელს – შპს “ტრანზიტ –m”-ში იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი;
2006-2007 წლებში იყო შპს “უნიშარმ”-ის ბუღალტერი;
2007-2008 წლებში – შპს “ბათოილ”-ში პირველადი დაწნეხის საამქროს ოპერატორი;
2009 წლის 5.02-8.10 – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის
უფროსის მოადგილე;
2009 წლის 9 ოქტომბრიდან არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
წევრი.
იცის რუსული (კარგად), ინგლისური (ნაწილობრივ) ენები.