მურმან ხაჯის ძე ბერიძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიისა და ჯანმრთელობის
დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი
დაიბადა 1956 წლის 27 იანვარს ქ. ბათუმში.
1973-1980 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო
პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე, ისტორიის სპეციალობით. მიენიჭა .ისტორიის
მასწავლებლის კვალიფიკაცია.
1980-1991 წლებში იყო სხვადასხვა კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე.
1985-1991 წლებში იყო აჭარის ა ს ს ს უმაღლესი საბჭოს მე-12 მოწვევის დეპუტატი, ქ.
ბათუმის რუსთაველის საარჩევნო ოლქიდან.
1992-1994 წლებში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის
თანაშემწე.
1994-1997 წლებში – აჭარის ა რ უზენაესი საბჭოს აპარატის უფროსი.
1996-2001 წლებში – აჭარის ა რ უზენაესი საბჭოს დეპუტატი.
2004 წელს - საზოგადოებრივი მოძრაობა “დემოკრატიული აჭარის” თავმჯდომარის მოადგილე
და სახალხო მოძრაობა “ჩვენი აჭარის” სათათბიროს წევრი.
2004 წელს დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სუბტროპიკული მეურნეობის აგრობიზნესის დაუსწრებელი ფაკულტეტი, მიენიჭა
აგრონომ-მენეჯერის კვალიფიკაცია.
2004- 2006 წლებში იყო ქ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი.
2006-2008 წლებში-აჭარის ა რ სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე.
2008 წელი- აჭარის ა რ მთავრობის აპარატის ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა
დეპარტამენტის უფროსი, აპარატის უფროსის მოადგილე.
2008 წლის 2 დეკემბრიდან არჩეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დეპუტატად.
იცის რუსული ენა.
ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.