ნიაზ გრიგოლის ძე ზოსიძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
დაიბადა 1962 წლის 20 დეკემბერს შუახევის რ-ნის სოფ.ჯაბნიძეებში.
1985 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის
სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ფილოლოგია-ბიბლიოგრაფიის
სპეციალობით. მიენიჭა ფილოლოგ-ბიბლიოგრაფის კვალიფიკაცია.
1989-1994 წლებში მუშაობდა გაზეთ “აჭარის” კორესპონდენტად.
1994-1999 წლებში მუშაობდა აჭარის ა რ უზენაეს საბჭოს პრესსამსახურში.
1998 წლიდან არის “ღირსების ორდენის “ კავალერი.
არის ავტორი წიგნისა “ ნიაზ ზოსიძე იერუსალიმში”.
1999-2002 წლებში იყო გაზეთ “აჭარის” რედაქტორი.
2002-2003 წლებში-შუახევის რაიონის გამგებელი.
2008 წლის 11 აპრილიდან არის “გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის”
აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
2008 წლის 2 დეკემბრიდან არჩეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დეპუტატად.
იცის რუსული ენა.
ჰყავს ორი შვილი.