რამაზ დურსუნის ძე სურმანიძე

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის წევრი

 

დაიბადა 1933 წლის 10 მაისს შუახევის რ-ნის სოფ. ჭალაში.
1944-1946 წლებში – შუახევის რაიონის სოფ.ჭალაში მუშაობდა ფოსტალიონად.
1947-1950წლებში - სწავლა გააგრძელა ბათუმის სამედიცინო ტექნიკუმში.
1950-1956 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში .პედიატრიის ფაკულტეტზე პედიატრის სპეციალობით. მიენიჭა ექიმის კვალიფიკაცია.
1951-1956 წლებში – პარალელურად მუშაობდა თბილისის #1 საავადმყოფოში ფერშლად.
1956-1957 წლებში -შუახევის რ-ნის ბარათაულის ამბულატორიის გამგე-ექიმი.
1957-1963 წლებში იყო შუახევის რ-ნის რაისაავადმყოფოს მთავარი ექიმი.
1963-1964 წლებში- ბათუმის # 1 საავადმყოფოში მთავარი ექიმის მოადგილე.
1964-1975 წლებში – ქ. ბათუმის საქალაქო აღმასკომში განყოფილების გამგე.
1975-1976წლებში- აჭარის საკურორტო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
1976-1977წლებში- აჭარის საკურორტო საბჭოს თავმჯდომარე.
1964-1977წლებში – ქ. ბათუმის სამედიცინო სასწავლებლის პედაგოგი (შეთავსებით).
1969-2000 წლებში- ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორი (შეთავსებით).
1977-1985 წლებში- აჭარის ა რ ჯანდაცვის მინისტრი.
1985-1991 წლებში – აჭარის ა რ სანგანათლების სახლის ექიმი.
1990-1992 წლებში- საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი.
1966-1998 წლებში იყო ბათუმის დახელოვნების ინსტიტუტის ლექტორი (შეთავსებით).
1995-2008 წლებში- შ.პ.ს “სამედიცინო განათლების” დირექტორი.
1991 წლიდან არის შ.პ.ს ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელი.
2008 წლის 2 დეკემბრიდან არჩეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

იცის რუსული ენა
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.