ზაზა ვახტანგის ძე გოგოტიშვილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი

 

დაიბადა 1964 წლის 5 თებერვალს ქ. ბათუმში. 1980 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის # 13 საშუალო სკოლა.
1980-1988 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბათუმის ფილიალში სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტზე ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით.
1982-1984 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
1988-1989 წლებში იყო ქ. ბათუმის #5 სამშენებლო ტრესტში მშენებელ-ინჟინერი.
1989წელს დააფუძნა სამშენებლო კომპანია “ანაგი”.
2008 წლის 2 დეკემბრიდან არჩეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრად. არის მაჟორიტარი დეპუტატი ქ. ბათუმის #79-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან.

იცის რუსული ენა.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.