ზაზა ზურაბის ძე შაშიკაძე 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; აგრარული და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის წევრი

 

დაიბადა1973 წლის 21 სექტემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. კახში.
1995 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი თურქეთის ისტორიის სპეციალობით, მინიჭებული აქვს აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსის, ისტორიის მასწავლებლის, თარჯიმნის კვალიფიკაცია.
1996 წლიდან – ამავე უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ისტორიის კათედრის აპირანტი.
2003 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “აჭარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა XVI-XVII საუკუნეებში” და მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
2002 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (რსუ) არსებულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს კვლევითი ცენტრის ისტორიის განყოფილებაში.
2003-2004 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ისტორიის კათედრაზე მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი.
2006 წელს არჩეულ იქნა რსუ-ს ისტორიისა და არქეოლოგია-ეთნოგრაფიის დეპარტამენტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.
არის 20-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი და ერთი სახელმძღვანელოს თანაავტორი.

2008 წლის 14 დეკემბერს ხელვაჩაურის რ-ნის #83 საარჩევნო ოლქიდან არჩეულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.


იცის რუსული, თურქული, ინგლისური ენები.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.