მალხაზ მაკარის ძე სიორიძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
დაიბადა 1957 წლის 2 მაისს ჩოხატაურის რ-ში. 1979 დაამთავრა ბათუმის შოთარუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ისტორია-უცხო ენის სპეციალობით. 1984-1986 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტი.
1973-1974 წლებში მუშაობდა ქ. ბათუმის საყოფაცხოვრებო მანქანათსაშენ ქარხანაში მუშად.
1980-1984 წლებში იყო ქ. ბათუმის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის პედაგოგი.
1980 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი.
1993 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის წევრია.
2004 წლის 20 ივლისიდან არჩეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.
იცის რუსული, ფრანგული(ნაწილობრივ) ენები.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.